Friday, October 7, 2016

მეცხრე დღე

    მიმდინარე ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ პროექტებით სწავლება, რომელიც ხელს გვიწყობს პროფესიულ განვითარებაში.ვისწავლეთ draiv-ში  მუშაობა.გავეცანით გეგმის შაბლონს, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და
 ჩამოყალიბებულია  თანმიმდევრობით.შევთანხმდით, რომ პროექტებს ვაკეთებთ თემატური ბუდეების შემდეგ.განვიხილეთ ესგ-ს მიხედვით სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევის აუცილებლობა.გავწერეთ მიზნები და აქტივობები .შევქმენით ონლაინ ტესტები, გავერკვიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებში.
     მთლიანი ტრენინგი ძალიან დატვირთული იყო საინტერესო სიახლეებით. ყოველი დღე იყო აქტიური და ნაყოფიერი.დიდი მადლობა ხათუნას.

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე. მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა,შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიოს  საქაღალდე გავაზიარეთ და მივაბით ჩვენს  ბლოგს.დავხვეწეთ  ბლოგის დიზაინი,საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება.

Saturday, October 1, 2016

მეშვიდე დღე

გავიხსენეტ წინა დღე.განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
   დავხვეწეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
  ვისუბრეთ დიფერენციულ სწავლებაზე, დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლეთა  ინდივიდუალური საჭიროებები,მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდან.
  გავწერეთ აქტივობები გეგმაში.
       დიდი მადლობა !!!!!!!